სიკვდილისპირა გამოცდილების (NDE) გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ღრმა და პოზიტიურ ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული, ხშირად მნიშვნელოვან გამოწვევებს აჩენს. მსოფლმხედველობის მკვეთრი ცვლილება, გარშემომყოფთა მხრიდან გაუგებრობა ან თუნდაც ამ გამოცდილების მარტომ გავლა, შესაძლოა სტრესული იყოს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს ღიად, შიშისა და განსჯის გარეშე ისაუბროს საკუთარ გამოცდილებაზე.
თუ თქვენ გადაიტანეთ სიკვდილისპირა გამოცდილება, შესაძლოა გრძნობდეთ, რომ გარშემომყოფები ვერ გაგიგებენ, ან ეჭვი შეგაქვთ საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაში.
ეს არ არის ჰალუცინაცია ან ფსიქიკური აშლობა: NDE არის ღრმა, ბუნებრივი და სამეცნიერო დონეზე შესწავლილი ფენომენი.
თქვენ არ ხართ მარტო: მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს განცდილი მსგავსი მდგომარეობა.
ბუნებრივია, თუ დაბნეული ხართ: NDE ხშირად ცვლის ადამიანის ღირებულებებს, შიშებსა და პრიორიტეტებს - ამ ახალ რეალობასთან ადაპტაციასა და გააზრებას დრო სჭირდება.
ნუ იჩქარებთ ყველასთან გაზიარებას: გაუზიარეთ თქვენი ისტორია მხოლოდ მათ, ვის მიმართაც გაქვთ სრული ნდობა.
ჩაწერეთ თქვენი გამოცდილება: NDE-ს დეტალების დღიურში გადატანა ეხმარება ტვინს ემოციების დალაგებასა და პროცესის გააზრებაში.
როგორ აირჩიოთ ფსიქოლოგი/სპეციალისტი: თუ გსურთ პროფესიონალთან საუბარი, პირველ შეხვედრაზევე ჰკითხეთ სპეციალისტს მისი დამოკიდებულება ტრანსპერსონალური/სულიერი გამოცდილებების მიმართ. კარგი თერაპევტი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ NDE-ზე სპეციალური განათლება არ აქვს, უნდა იყოს ობიექტური, მიმღები და სტიგმისგან თავისუფალი.
თუ გსურთ, რომ გაეცნოთ სპეციალურ დამხმარებელ გზამკვლევებს ან მიმართოთ საერთაშორისო ქსელებს:
IANDS Support Groups: საერთაშორისო ასოციაცია რეგულარულად აწყობს ონლაინ მხარდაჭერის ჯგუფებსა და შეხვედრებს მათთვის, ვისაც ეს გამოცდილება ჰქონდა (iands.org).
ACISTE (The American Center for the Integration of Spiritually Transformative Experiences): ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზებულია სულიერად ტრანსფორმაციული გამოცდილებების (მათ შორის NDE-ს) ინტეგრაციასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე (aciste.org).
თუ გსურთ გვიამბოთ თქვენი ისტორია ან უბრალოდ გაქვთ კითხვები, ყოველთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს არქივში ან საკონტაქტო მეილზე.