პროფესორმა და ფსიქიატრმა ბრიუს გრეისონმა შეიმუშავა სიკვდილისპირა გამოცდილების (NDE) სკალა, რომელიც მკვლევარებსა და რესპონდენტებს ამ გამოცდილების სიღრმის განსაზღვრაში ეხმარება. სკალა წარმოადგენს 16 კითხვისგან შემდგარ სტანდარტიზებულ კითხვარს. თითოეული პასუხი ფასდება 0-დან 2 ქულამდე და ოთხ ძირითად კომპონენტს ზომავს: კოგნიტურს, აფექტურს, პარანორმალურსა და ტრანსცენდენტურს.
კოგნიტური კომპონენტი
1. დრო თითქოს აჩქარდა ან შენელდა? 0 = არა; 1 = დრო თითქოს ჩვეულებრივზე სწრაფად ან ნელა გადიოდა; 2 = თითქოს ყველაფერი ერთდროულად ხდებოდა, ან დრო გაჩერდა, ანდა სრულიად დაკარგა აზრი.
2. აგიჩქარდათ თუ არა ფიქრები (აზროვნება)? 0 = არა; 1 = ჩვეულებრივზე მეტად; 2 = წარმოუდგენლად ამიჩქარდა.
3. წარმოგიდგათ თუ არა თვალწინ სცენები თქვენი წარსულიდან? 0 = არა; 1 = გამახსენდა ბევრი წარსული მოვლენა; 2 = ჩემმა წარსულმა თვალწინ გამირბინა, ჩემი კონტროლის მიღმა.
4. თითქოს უცებ გაიგეთ (შეიმეცნეთ) თუ არა ყველაფერი? 0 = არა; 1 = ყველაფერი საკუთარ თავზე ან სხვებზე; 2 = ყველაფერი სამყაროს შესახებ.
აფექტური კომპონენტი
5. გქონდათ თუ არა სიმშვიდის ან სიამოვნების შეგრძნება? 0 = არა; 1 = შვება ან სიმშვიდე; 2 = წარმოუდგენელი სიმშვიდე ან სიამოვნება.
6. გქონდათ თუ არა სიხარულის შეგრძნება? 0 = არა; 1 = ბედნიერება; 2 = წარმოუდგენელი სიხარული.
7. იგრძენით თუ არა ჰარმონია ან ერთიანობა სამყაროსთან? 0 = არა; 1 = ვიგრძენი, რომ აღარ ვიყავი კონფლიქტში ბუნებასთან; 2 = ვიგრძენი ერთიანობა, ან რომ ერთი მთლიანობა ვიყავი სამყაროსთან.
8. დაინახეთ თუ არა, ან იგრძენით თუ არა თავი გარშემორტყმულად კაშკაშა სინათლით? 0 = არა; 1 = უჩვეულოდ კაშკაშა სინათლე; 2 = აშკარად მისტიკური ან იმქვეყნიური წარმოშობის სინათლე.
პარანორმალური კომპონენტი
9. იყო თუ არა თქვენი შეგრძნებები ჩვეულებრივზე უფრო მძაფრი? 0 = არა; 1 = ჩვეულებრივზე უფრო მძაფრი; 2 = წარმოუდგენლად უფრო მძაფრი.
10. გქონდათ თუ არა განცდა, რომ ექსტრასენსორული აღქმით იცოდით სხვაგან მიმდინარე მოვლენების შესახებ? 0 = არა; 1 = დიახ, მაგრამ ფაქტები არ გადამოწმებულა; 2 = დიახ, და ფაქტები გადამოწმდა.
11. იხილეთ თუ არა სცენები მომავლიდან? 0 = არა; 1 = სცენები ჩემი პირადი მომავლიდან; 2 = სცენები მსოფლიოს მომავლიდან.
12. იგრძენით თუ არა სხეულიდან განცალკევება? 0 = არა; 1 = დავკარგე ჩემი სხეულის აღქმა; 2 = აშკარად დავტოვე ჩემი სხეული და ვარსებობდი მის მიღმა.
ტრანსცენდენტული კომპონენტი
13. თითქოს შეხვედით თუ არა რაღაც სხვა, არაამქვეყნიურ სამყაროში? 0 = არა; 1 = რაღაც უცნობ და უცნაურ ადგილას; 2 = აშკარად მისტიკურ ან არაამქვეყნიურ სამყაროში.
14. თითქოს შეხვდით თუ არა მისტიკურ არსებას ან ძალას, ან გაიგონეთ თუ არა ამოუცნობი ხმა? 0 = არა; 1 = გავიგონე ხმა, რომლის ამოცნობაც ვერ შევძელი; 2 = შევხვდი კონკრეტულ არსებას, ან გავიგონე აშკარად მისტიკური თუ არაამქვეყნიური წარმოშობის ხმა.
15. ნახეთ თუ არა გარდაცვლილები ან რელიგიური ფიგურები? 0 = არა; 1 = ვიგრძენი მათი ყოფნა; 2 = რეალურად დავინახე ისინი.
16. მიხვედით თუ არა საზღვართან ან დაბრუნების შეუძლებლობის წერტილთან? 0 = არა; 1 = მივედი საბოლოო შეგნებულ გადაწყვეტილებამდე, რომ „დავბრუნებოდი“ სიცოცხლეს; 2 = მივედი ბარიერთან, რომლის გადაკვეთის უფლებაც არ მქონდა, ან „უკან გამომაგზავნეს“ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.
ქულების დათვლა:
16-ვე პუნქტის ჯამი = სიკვდილისპირა გამოცდილების სკალის საერთო ქულა. 7 ან მეტი ქულა ითვლება სიკვდილისპირა გამოცდილებად.
იმ ადამიანთა ჯგუფში, რომლებმაც სიკვდილისპირა გამოცდილება გადაიტანეს, საშუალო ქულა 15 იყო.
სიკვდილისპირა გამოცდილების ტიპის განსაზღვრა ქულებით:
კოგნიტური ტიპი = კოგნიტური კომპონენტის ქულა 5 ან მეტი.
ტრანსცენდენტული ტიპი = კოგნიტური კომპონენტის ქულა 5-ზე ნაკლები და ტრანსცენდენტული კომპონენტის ქულა 5 ან მეტი.
აფექტური ტიპი = კოგნიტური და ტრანსცენდენტული კომპონენტების ქულები თითოეული 5-ზე ნაკლები, და აფექტური კომპონენტის ქულა 5 ან მეტი.
პარანორმალური ტიპი = კოგნიტური, ტრანსცენდენტული და აფექტური კომპონენტების ქულები თითოეული 5-ზე ნაკლები, და პარანორმალური კომპონენტის ქულა 5 ან მეტი.
კლასიფიკაციას არ ექვემდებარება = არცერთი კომპონენტის ქულა არ არის 5 ან მეტი.
გამოყენებული ლიტერატურა:
Greyson, B. (1983). The Near-Death Experience Scale: Construction, reliability, and validity. Journal of Nervous & Mental Disease, 171, 369-375.
Greyson, B. (1985). A typology of near-death experiences. American Journal of Psychiatry, 142, 967-969.
Greyson, B. (1990). Near-death encounters with and without near-death experiences: Comparative NDE Scale profiles. Journal of Near-Death Studies, 8, 151-161.
Lange, R., Greyson, B., & Houran, J. (2004). A Rasch scaling validation of a ‘core’ near-death experience. British Journal of Psychology, 95, 161–177.
Graves, L. (Summer 2007). Altered States. University of Virginia Magazine.
International Association for Near-Death Studies (IANDS) - Greyson’s Near-Death Experience Scale.