„სიკვდილისპირა გამოცდილების კვლევები | Near-Death Experience Studies“ (nde.ge) არის დამოუკიდებელი, აკადემიური და საგანმანათლებლო ინიციატივა. ჩვენი მიზანია სიკვდილისპირა გამოცდილების ფენომენის შესწავლა, ქართული გამოცდილებების დოკუმენტირება, საზოგადოებისთვის საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც სპგ ჰქონია.
საკონტაქტო ინფორმაცია: საიტზე ინტეგრირებული კითხვარების (Google Forms) მეშვეობით შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, ელ-ფოსტა) დაცულია. ჩვენ არასდროს ვყიდით, არ ვასაჯაროებთ და კომერციული მიზნებისთვის მესამე პირებს არ გადავცემთ თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას.
სამეცნიერო და კვლევითი მიზნები: შეგროვებული გამოცდილებები გამოიყენება ფენომენის შესასწავლად „სიკვდილისპირა გამოცდილების კვლევების“ მიერ, ან შესაძლოა გაუზიარდეს საერთაშორისო მკვლევარებსა და კვლევით ორგანიზაციებს. ეს ხდება მხოლოდ სრულად ანონიმიზებული სახით, საიდანაც წაშლილია ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი დეტალი (სახელი, გვარი, კონტაქტი).
რესპონდენტთა ისტორიებისა და მასალების გამოქვეყნება ხდება მხოლოდ მათი ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე (სურვილის შემთხვევაში - ანონიმურობის დაცვით).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მასალის ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, ის ხელმისაწვდომი ხდება საძიებო სისტემებისა და ინტერნეტის მომხმარებლებისთვის და შესაძლოა ციტირებულ ან გაზიარებულ იქნას მესამე პირების მიერ, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.
კითხვარის შევსება და საკუთარი ისტორიის გაზიარება დასაშვებია მხოლოდ სრულწლოვანი (18+) პირებისთვის (ან არასრულწლოვანთათვის - მხოლოდ მშობლის/მეურვის თანხმობითა და ჩართულობით).
ქუქი-ფაილები: საიტზე გამოყენებულია მინიმალური ტექნიკური ქუქი-ფაილები (Cookies), რომლებიც აუცილებელია სისტემის გამართული მუშაობისთვის. ჩვენ არ ვიყენებთ სარეკლამო ან თრექინგ ქუქი-ფაილებს.
ჩაშენებული კონტენტი: საიტი შეიცავს ჩაშენებულ მასალებს (მაგ. YouTube, Google Forms) და ბმულებს გარე რესურსებზე. ჩვენ არ ვაკონტროლებთ და პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარის ვებ-საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და შინაარსზე.
თუ გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია ან პერსონალური ინფორმაცია, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამ მონაცემების განახლება, შესწორება ან ჩვენი ბაზიდან სრულად წაშლა. ამისთვის საკმარისია მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: gamocdilebebi@gmail.com