„სიკვდილისპირა გამოცდილების კვლევები / Near-Death Experience Studies“ არის დამოუკიდებელი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივა, რომელიც ეძღვნება სიკვდილისპირა გამოცდილებების (Near-Death Experiences - NDEs) და მათთან დაკავშირებული ფენომენების შესწავლას, დოკუმენტირებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო, ობიექტური და მხარდამჭერი ცენტრი და არქივი, რომელიც გააერთიანებს კვლევას, განათლებასა და იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც სიკვდილის ზღვარზე ყოფნის გამოცდილება აქვს.
ობიექტური და აკადემიური კვლევა
ჩვენ ვსწავლობთ კლინიკური სიკვდილისა და სიკვდილისპირა მდგომარეობის დროს განცდილ ფენომენებს. ჩვენი ამოცანაა მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და იმის უკეთ გაგება, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ცნობიერებასა და ფსიქიკაში სიკვდილის ზღვარზე.
ქართული გამოცდილებების არქივი (nde.ge)
პირველად ქართულ სივრცეში, ჩვენ ვქმნით სპგ (NDE) გამოცდილებების ციფრულ არქივს. ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაგვიზიაროს საკუთარი ისტორია (როგორც ტექსტური, ისე აუდიო ან ვიდეოფორმატით). არქივი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვისაც სპგ ფენომენი აინტერესებს.
მხარდაჭერა და უსაფრთხო გარემო
სიკვდილისპირა გამოცდილების გადატანა ხშირად ცვლის ადამიანის მსოფლმხედველობას და შეიძლება თან ახლდეს გაუგებრობა გარშემომყოფთა მხრიდან. ჩვენ ვქმნით მხარდამჭერ სივრცეს მათთვის, ვისაც სპგ ჰქონდა, რათა შეძლონ თავიანთი გამოცდილებების გააზრება და გაზიარება სტიგმისა და განსჯის გარეშე.
განათლება და ცნობიერების ამაღლება
ვმუშაობთ სტერეოტიპების მსხვრევასა და საზოგადოების, მათ შორის სამედიცინო პერსონალის, ინფორმირებაზე სპგ ფენომენის შესახებ. ჩვენი მიზანია ამ თემის მიმართ მეტად ღია, პროფესიონალური და მეცნიერული მიდგომის დამკვიდრება.
სანდო რესურსების გავრცელება
nde.ge-ზე მომხმარებლებს ვთავაზობთ საერთაშორისო კვლევებს, სტატიებს, საგანმანათლებლო მასალებსა და ვიდეოინტერვიუებს.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სიკვდილისპირა გამოცდილების კვლევების საერთაშორისო ასოციაციის (IANDS) და ვირჯინიის უნივერსიტეტის პერცეფციული კვლევების განყოფილების (DOPS) სტანდარტებს და კვლევით მეთოდოლოგიას. პლატფორმა ინარჩუნებს მკაცრ აკადემიურ ნეიტრალიტეტს - ჩვენ არ ვართ აფილირებული არცერთ რელიგიურ, ეზოთერულ თუ ათეისტურ ორგანიზაციასთან. რესპონდენტთა კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია.
„სიკვდილისპირა გამოცდილების კვლევები | Near-Death Experience Studies“ არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ინიციატივა. ჩვენ არ გვყავს სპონსორები და არ გვაქვს ინსტიტუციური დაფინანსება - ჩვენი საქმიანობა ემყარება მხოლოდ ენთუზიაზმსა და იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც ესმის ასეთი ორგანიზაციის არსებობის მნიშვნელობა.
ჩვენი პლატფორმის ყველა სტატია, რესურსი და მასალა სრულიად უფასო და ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
თუ გსურთ დაგვეხმაროთ პროექტის განვითარებაში, შეგიძლიათ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში. შეგროვებული თანხები მოხმარდება: ციფრული არქივის განვითარებას; აუდიო და ვიდეომასალების ჩაწერას და დამუშავებას; საერთაშორისო სამეცნიერო სტატიებისა და ლიტერატურის თარგმნას; ქართულენოვანი საგანმანათლებლო მასალებისა და სახელმძღვანელოების მომზადებას.
თითოეული წვლილი გვეხმარება გავაგრძელოთ ამ უნიკალური ფენომენის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შესწავლა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში.
საბანკო ანგარიში:
ბანკის დასახელება: საქართველოს ბანკი
მიმღების სახელი და გვარი: დავით წიქრიძე
ანგარიშის ნომერი (IBAN): GE72BG0000000609787686
დანიშნულება: დონაცია / NDE ინიციატივის მხარდაჭერა
მადლობა თითოეული მხარდაჭერისთვის!
დაასკანერეთ ანგარიშის ნომრის (IBAN) სწრაფად დასაკოპირებლად
თუ გსურთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ჩვენი პროექტის განვითარებაში, მოგვწერეთ მეილზე.