როდესაც ადამიანი ფიზიკური გადარჩენის ზღვარზეა - იქნება ეს კლინიკური სიკვდილი, მძიმე ტრავმა თუ მოულოდნელი კრიზისი, ზოგჯერ ხდება რაღაც აუხსნელი: ნაცვლად იმისა, რომ ცნობიერება გაქრეს, ის, პირიქით - უფრო მკაფიო, ინტენსიური და სტრუქტურირებული ხდება. ამ ფენომენს მეცნიერები სიკვდილისპირა გამოცდილებას - სპგ (Near-Death Experience - NDE) უწოდებენ.
ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს არ არის უბრალო ჰალუცინაცია ან "ბოდვა". ჰალუცინაციები, როგორც წესი, ქაოტური და დამაბნეველია, ხოლო სპგ ხასიათდება საოცარი ლოგიკურობითა და თანმიმდევრულობით.
ძირითადი მახასიათებლები - მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ისტორია უნიკალურია, არსებობს საერთო მახასიათებლები, რომლებიც ხშირად მეორდება:
● სხეულიდან გასვლის შეგრძნება:
ადამიანი საკუთარ თავს ზემოდან აკვირდება და ზუსტად აღწერს იმ მოვლენებს, რომლებიც მის გარშემო (მაგალითად, საოპერაციო ბლოკში) ხდებოდა - მიუხედავად იმისა, რომ მისი ტვინი იმ მომენტში ფუნქციურად აქტიური არ უნდა ყოფილიყო.
● გასვლა ფიზიკური სამყაროს მიღმა:
გვირაბის, სინათლის ან სხვა განზომილებების ხილვა.
● დროის აღქმის შეცვლა და შეგრძნებების გამახვილება:
დროის შეგრძნება ქრება; ბევრი აღწერს „მარადიულობის“ განცდას. ფერები, ხმები და აზრები ჩვეულებრივზე უფრო მკაფიო ხდება.
● ინტენსიური სიმშვიდე:
ტკივილის, შიშისა და შფოთვის სრული გაქრობა და უპირობო სიყვარულის განცდა.
● შეხვედრა გარდაცვლილებთან:
კონტაქტი გარდაცვლილ ახლობლებთან, წინაპრებთან ან სულიერ არსებებთან.
● ცხოვრების განხილვა:
საკუთარი ქმედებების და მათი სხვებზე გავლენის მყისიერი გადახედვა.
სიკვდილისიპირა გამოცდილების ფენომენი დღესდღეობით კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გამოცანაა. ის გვაიძულებს გადავხედოთ კლასიკურ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ფიზიკური ტვინი ცნობიერების ერთადერთი წყაროა.
ამ ვიდეოში განვიხილავთ სიკვდილისპირა გამოცდილების (Near-Death Experience) ფენომენს. ვისაუბრებთ მის ისტორიაზე, სამეცნიერო კვლევებზე, უნივერსალურ ელემენტებზე. ასევე შევეხებით მთავარ მეცნიერულ დებატებს: არის ეს ტვინის ჰალუცინაცია თუ მტკიცებულება იმისა, რომ ცნობიერება ტვინის მიღმაც არსებობს?